გადამზიდველთა საყურადღებოდ!

2019 წლისთვის განკუთვნილი ECMT ნებართვების მისაღებად განცხადებების მიღება დაიწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ოფისებში 2018 წლის 26 ნოემბრიდან.

განმცხადებელს უნდა გააჩნდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვების გასაცემი კონკურსის საფუძველზე მიღებული მოქმედი ნებართვა და განცხადების შესავსებად მან უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი, ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთის ასლი, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლი;
  2. ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობის დამადასტურებელი საბუთის ასლი (მეწარმის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის და/ან იჯარის ან ქირავნობის (ლიზინგის) ხელშეკრულების ასლი;
  3. სატვირთო ავტომობილის ECMT-ის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერთიფიკტის (A და B) ასლი;
  4. სატვირთო ავტომობილის და მისაბმელის გზისთვის ვარგისობის ტესტის ECMT-ს სერთიფიკატის ასლი.
  5. ნებართვის მაძიებლის საქმიანობის სფეროში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების და ECMT(ITF) მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის დეკლარაცია (განახლებული).

 

ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მიერ, 2019 წლისათვის გამოყოფილი სატვირთო გადაზიდვების მრავალმხრივი კვოტების განაწილებისა და ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვების გაცემის საკითხთა განმხილველი კომისიის პირველი სხდომა მუშაობას შეუდგება 2018 წლის 4 დეკემბერს, თბილისის დროით 09:00-საათზე, ამ დროისათვის მიღებული განცხადებების საფუძვლზე.

კვოტების განაწილებისას კომისია არ გაითვალისწინებს განცხადებების შემოტანის რიგითობას.

განცხადების ფორმა

შესაბამისობის დეკლარაციის ფორმა