ტ ე ლ ე ფ ო ნ ო გ რ ა მ ა №322

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა – სტეფანწმინდა – ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ106 მონაკვეთზე, მდ. ბიდარაზე მოწყობილ დროებით ხიდზე, საჭიროა ლითონის მალის ნაშენის სავალი ნაწილის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, რის გამოც 2018 წლის 5 და 6 დეკემბერს 12:00 სთ – დან 16:00 სთ – მდე ზემოაღნიშნული საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა) – კობის მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

იხილეთ სქემა