ტ ე ლ ე ფ ო ნ ო გ რ ა მ ა №356

2018 წლის 15 დეკემბრამდე, ამხანაგობა „დასავლეთავტოხიდის“ მიერ დაგეგმილი იყო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი – სენაკი – ლესელიძის ს/გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი) – ქუთაისი – სამტრედიის საავტომობილო გზის კმ17 – ში არსებული გზაგამტარის სარემონტო სამუშაოების წარმოება. თუმცა, უამინდობის გამო, ამხანაგობამ ვერ უზრუნველყო აღნიშნული სამუშაოების ჩატარება და სამუშაოები ჩატარდება 2018 წლის 19 დეკემბრიდან 2019 წლის 10 იანვრის ჩათვლით. რისთვისაც საჭიროა, დროის აღნიშნულ პერიოდში, სავალი ნაწილის დროებით შევიწროვება ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, სამუშაოთა წარმოების ადგილი ღამის საათებში იქნება განათებული და საავტომობილო გზის მონაკვეთზე განთავსდება მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები. ასევე სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე, გამოყოფილი იქნებიან საჭირო რაოდენობის სპეც.ფორმით და ალმით სათანადოდ აღჭურვილი თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.