ტ ე ლ ე ფ ო ნ ო გ რ ა მ ა №387

რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და ნამქერი) გამო საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე – ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90 – კმ112 (ნინოწმინდა სომხეთის საზღვარი) მონაკვეთში და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი – კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1 – კმ36.5 მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია