ტრეინინგზე რეგისტრაციის ახალი წესი!

14.01.2019 წლიდან ძალაში შედის ტრეინინგის გავლის მსურველთა რეგისტრაციის ახალი წესი. ტრეინინგის მსურველმა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში უნდა შეავსოს განაცხადი (თბილისი, ფოთი, ბათუმი). სადაც აირჩევს მისთვის სასურველ სპეციალობას და თარიღს, წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით. განაცხადს უნდა დაერთოს ტრეინინგის საფასურის გადახდის ქვითარი. გადახდა შესაძლებელია, როგორც გადარიცხვით ასევე ადგილზე სწრაფი ჩარიცხვის აპარატით.