გადამზიდველთა საყურადღებოდ!

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან ახალი ქვეითთა დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით,  2019 წლის 31 იანვარს, ხუთშაბათს, თურქეთის დროით 10:00-დან 18:00 საათამდე (საქართველოს დროით 11:00-დან 19:00საათამდე), კომპიუტერული სისტემები გადატანილი იქნება ახალ ადგილას, რის გამოც ზემოთ მითითებულ დღეს და დროის მონაკვეთში მგზავრთა და ა/მანქანების გატარება დროებით იქნება შეჩერებული.

       გთხოვთ გაითვალისწინოთ.