გადამზიდველთა საყურადღებოდ!

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში გრძელდება მენეჯერების მომზადება, რომელსაც ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით აფინანსებს სააგენტო.

როგორც თქვენთვის არის ცნობილი, სწავლებისათვის წინასწარი რეგისტრაცია ტელეფონის საშუალებით ობიქტური მიზეზების გამო გაუქმდა, რომელზედაც ინფორმირებულია ყველა აქამდე დარეგისტრირებული მაძიებელი.

მენეჯერის მომზადებისათვის განაცხადის შესავსებად საჭირო სპეციალური ფორმები დაიდება სააგენტოში 2019 წლის 14 მარტიდან.

მოსამზადებლად პრიორიტეტი ენიჭებათ იმ გადამზიდველ კომპანიებში დასაქმებულ პირებს, რომლებიც ამჟამად სარგებლობენ ECMT-ს მრავალმხრივი და მრავალჯერადი ნებართვებით.

განაცხადში წარსადგენი დოკუმენტები მოიცავს: ცნობას გადამზიდველ კომპანიებში დასაქმებული მაძიებლის მუშაობისა და ბოლო 2 თვის მასზე გაცემული ხელფასის დამოწმებულ ამონაწერს და მაძიებლის პასპორტის ასლს.