გადამზიდველთა საყურადღებოდ!

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში გრძელდება მენეჯერების მომზადება, რომელსაც ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით აფინანსებს სააგენტო.

მენეჯერის მომზადებისათვის განაცხადის შესავსებად საჭირო სპეციალური ფორმები შემდგომი ჯგუფის ფორმირებისათვის დაიდება სააგენტოში 2019 წლის 8 აპრილიდან.

მოსამზადებლად პრიორიტეტი ენიჭებათ იმ გადამზიდველ კომპანიებში დასაქმებულ პირებს, რომლებიც ამჟამად სარგებლობენ ECMT-ს მრავალმხრივი და მრავალჯერადი ნებართვებით.

განაცხადში წარსადგენი დოკუმენტები მოიცავს: ცნობას გადამზიდველ კომპანიებში დასაქმებული მაძიებლის მუშაობისა და ბოლო 2 თვის მასზე გაცემული ხელფასის დამოწმებულ ამონაწერს და მაძიებლის პასპორტის ასლს.