ECMT ნებართვით საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებლი გადამზიდველების საყურადღებოდ!

ტრანსპორტის მინისტრათა ევროპის კონფერენციის (ECMT) ნებართვის გამოყენებასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ  საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF)  საავტომობილო ტრანსპორტის მუშა ჯგუფის  ინფორმაციით, მიმდინარეობს 2020 წლისათვის ECMT  კვოტის განაწილების საკითხი ევრო კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე. არსებული რეალობიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, ევრო-IV კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ECMT ნებართვა 2020 წლისათვის აღარ გაიცემა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება ამის შესახებ წინასწარ იქნენ ინფორმირებული გადამზიდველი კომპანიები.

გთხოვთ გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული და დროულად მიიღოთ  შესაბამისი ზომები.