მენეჯერის პროფესიული სერთიფიკატის (CPC Manager) მქონე პირების საყურადღებოდ!

როგორც სააგენტო იტყობინებოდა,  2018 წლის 1 იანვრიდან  ITF-ის მინისტერიალის მიერ დამტკიცებული სახელმძღვანელო დოკუმენტი ITF(2015)3/FINAL „საერთაშორისო გადაზიდვების ხარისხის ქარტია“ ამოქმედდა, რის შესახებ ინფორმირებულ იქნა ECMT ნებართვით მოსარგებლე ყველა გადამზიდველი კომპანია. ამ დოკუმენტით დადგენილი რეგულაციები სავალდებულოა ყველა გადამზიდველი კომპანიისთვის, ვინც აწარმოებს საერთაშორისო გადაზიდვას ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის ECMT ნებართვით. აღნიშნული დოკუმენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, ყველა გადამზიდველ კომპანიაში, ვინც სარგებლობს ECMT ნებართვით, დასაქმებული იყვნენ მენეჯერის პროფესიული სერთიფიკატის (CPC) და მძღოლის პროფესიული კომპეტენტურობის სერთიფიკატის (CPC) მქონე პირები.

შესაბამისად, ყველა გადამზიდველი კომპანიის მენეჯერისათვის და მძღოლისათვის სავალდებულო გახდა შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონა (CPC Manager/CPC Driver/კოდი 95). აღნიშნული დოკუმენტის გარეშე სააგენტო არ გასცემს გადამზიდველ კომპანიებზე 2019 წლისათვის განკუთვნილ ECMT ნებართვებს.

ამასთან სააგენტო გატყობინებთ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის დადგენილების №32 – „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის” დამტკიცების თაობაზე იმ მოთხოვნების დაცვის აუცილებლობის შსახებ, რომელიც ეფუძნება ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის (EC) №1071/2009 რეგლამენტის „საავტომობილო გადაზიდვების ოპერატორის საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელ პირობებთან დაკავშირებული საერთო წესების განსაზღვრისა და ევროსაბჭოს 96/26/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ – მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის გ (ა) ქვეპუნქტს და რომელიც ითვალისწინებს შემდეგს: (გ) (ა) პუნქტში მითითებულ პირს სატრანსპორტო მენეჯერის უფლებამოსილებით შეუძლია წარმართოს არა უმეტეს ოთხი სხვადასხვა საწარმოს სატრანსპორტო საქმიანობა, რომელთა სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა არ აღემატება 50 ერთეულს“.

აღნიშნული აუცილებელი პირობები 2019 წლის 1 სექტემბრიდან იქნება გადამოწმებული სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისი სამსახურების მიერ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული და დროულად მიიღოთ  შესაბამისი ზომები.