გადამზიდველთა საყურადღებოდ!

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში გრძელდება მენეჯერების მომზადება IRU-ს მიერ აკრედიტებული პროგრამების შესაბამისად. მენეჯერის მომზადებისათვის განაცხადის შესავსებად საჭირო სპეციალური ფორმები შემდგომი ჯგუფის ფორმირებისათვის დაიდება სააგენტოში 2019 წლის 22 მაისიდან. დაწყების თარიღი შეთანხმდება პირადად ტრენინგის გავლის მსურველებთან.