გადამზიდველთა საყურადღებოდ!

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2019 წლის 11 აპრილის წერილის თანახმად, 2019 წლისათვის საქართველოს მხარეს გადმოეცა 300 (სამასი) სპეციალური ნებართვა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ქართულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს დაიტვირთონ თურქეთის პორტებში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ აღნიშნული ინფორმაცია.