რუმინეთის ტერიტორიაზე ტვირთზიდვის მსურველთა საყურადღებოდ!

რუმინეთის ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების სამინისტრო ევროკავშირoსა და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნების საერთაშორისო ავტო  საგზაო ოპერატორებს წარმოგიდგენთ რუმინეთის სატრანზიტო მარშრუტების ინტერაქტიულ რუქას.

ამ რუკაზე, ფაქტობრივი მარშრუტის გარდა, წარმოდგენილია  ინფორმაცია ბენზინგასამართი სადგურებისა და ტრანზიტულ მგზავრთა შესასვენებელი პუნქტების შესახებ.

აღნიშნული ინტერაქტიული რუკის წარმომდგენია  გზების ტექნიკური კვლევისა და ინფორმატიკის ცენტრი – „CESTRIN“.  დეტალური ინფრომაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/traseetranzitRomania.