თურქეთის მიერ განხორციელებული ღონისძიებები საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებთან დაკავშირებით

თურქეთის მხარის მიერ გათვალისწინებული იქნა ქართული მხარის თხოვნა თურქეთში ქართველი მძღოლების ყოფნის დროის ლიმიტის გაზრდის თაობაზე და შეტანილი იქნა ცვლილებები შესაბამის კანონმდებლობაში იხ. დანართი GEO, იხ. დანართი TR).   

აღნიშნული რეგულაციით, ორმხრივი მიმოსვლის შემთხვევაში, თურქეთში ყოფნის დრო არ იზღუდება, თუმცა აუცილებელია მძღოლმა დაიცვას დადგენილი პირობები და  გონივრულ ვადაში დატოვოს თურქეთის ტერიტორია.

კონკრეტულ ინსტრუქციას აღნიშნულის შესახებ მიიღებთ თურქეთის ტერიტორიაზე შესვლისას.