ინოვაცია ელექტრომობილი Mitsubishi I-Miev

2014 წლის 7 მარტს მიცუბიში მოტორსის კორპორაციამ 5 მიცუბიშის ინოვაციური ელექტრომობილი I-Miev-ი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს გადასცა .

მიცუბიშ I-Miev-ი ეკოლოგიურად სუფთა ელექტრო ავტომობილია, რომელსაც დატენილ მდგომარეობაში 120-150 კილომეტრის გავლა შეუძლია. მის დატენვას კი 7 საათი სჭირდება.

ელექტრომობილების გადაცემის ცერემონიას ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს   სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხმალაძე, იაპონიის ელჩი ტოშიო კაიტანი, მიცუბიში მოტორსის კორპორაციის ევროპა-მცირე აზია-აფრიკის რეგიონების კორპორატიული დირექტორი ტაცუო კაჯი და იბერია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი დავით გოგორიშვილი.

Share