გადამზიდველთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ ტრანსპორტის მინისტრთა ევროპული კონფერენციის/საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ECMT/ITF) დოკუმენტის „ტმეკ მრავალმხრივი კვოტა. მომხმარებლის სახელმძღვანელო 2014“ (იხ. ბმული) მე-3 მუხლის მე-16 პუნქტი რედაქტირებულია შემდეგნაირად: „დატვირთული ან დაუტვირთავი რეისი რეგისტრაციის ქვეყანაში ან ტრანზიტი მისი გავლით, ითვლება როგორც რეგისტრაციის ქვეყანაში დაბრუნება“.

ITF -ის საავტომობილო ჯგუფის   2014 წლის 25-26 სექტემბერის სხდომაზე [ITF/TMB/TR/RD(2014)3] გერმანიამ, რუსეთის ფედერაციამ და თურქეთმა ამ პუნქტთან დაკავშირებით გამოაცხადეს დათქმა (და ამჟამად იგი რეალიზაციის სტადიაშია), რომლის მიხედვითაც დატვირთულ ან დაუტვირთავ ტრანზიტულ რეისს რეგისტრაციის ქვეყნის გავლით ისინი აღარ ჩათვლიან დაბრუნებად რეგისტრაციის ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ზემოთ აღნიშნული ქვეყნების მაკონტროლებელი ორგანოები იმ გადამზიდველის მიმართ, რომელიც ECMT ნებართვით მე-4 დატვირთულ რეისს ასრულებს არა რეგისტრაციის ქვეყნის დანიშნულებით (ანუ საქართველოში დაბრუნების გარეშე), გამოიყენებენ სანქციებს, რაც გათვალისწინებულია მათი კანონდებლობით უნებართვოდ მოძრაობისას.

ზემოთ აღნიშნულ შეთხვევაში ტვირთზიდვის შესასრულებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შესაბამისი ქვეყნის ორმხრივი ერთჯერადი/მრავალჯერადი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვები.