CPC მენეჯერის მოსამზადებელი ტრეინინგები სატვირთო გადაზიდვებში

გაცნობებთ რომ 2017 წლის 15 მაისიდან, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრში იწყება „CPC მენეჯერის მოსამზადებელი ტრეინინგები სატვირთო გადაზიდვებში“. სწავლება მოიცავს დარგში არსებულ 6 ძირითად მოდულს:

1. სამართლებრივი საკითხები
2. ფინანსური საკითხები
3. ბაზარზე დაშვება
4. ტექნიკური სტანდარტები
5. უსაფრთხოება
6. ჯანდაცვა
სწავლების პროგრამა აკრედიტირებულია IRU – საერთაშორისო საავტომობილო კავშირის მიერ. საფუძვლად უდევს ევროკავშირის დირექტივა 1071/2009 EC.
მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლის შედეგად, გაიცემა საერთაშორისო საავტომობილო კავშირის დიპლომი, რომელიც აღიარებულია ევროკავშირისა და IRU-ს ყველა წევრი ქვეყნის მიერ.
სწავლების გრაფიკი: სამუშაო დღეები – 18:00  – 21:30
საკონტაქტო ინფორმაცია:
032 2 36 55 01
ელიზბარ დარჩიაშვილი (+995 577 20 32 04)