მოლდოვის რესპუბლიკაში, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში განხორციელდა ცვლილებები

‘’2017 წლის 10 მარტის N24 კანონის, 1 მუხლის, 3 პუნქტის თანახმად, დებულება რომელიც შეეხება ორმხრივი ტრანსპორტის ან ტრანზიტული ნებართვების საკითხს, მესამე ქვეყნისკენ/დან რომელიც გაიცემოდა მოლდოვის რესპუბლიკის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში უცხოურ სატრანსპორტო საშუალებებზე გაუქმდა. ამგვარად, მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საერთაშორისო საავტომობილო სატრანსპორტო ოპერაციების განსახორციელებლად, უცხოური სატრანსპორტო საშუალებების შემოსვლა, შესაძლებელია მხოლოდ უცხო ქვეყნებში გაგზავნილი ერთჯერადი/ მრავალჯერადი ნებართვის საფუძველზე, ყოველწლიური გაცვლის ფარგლებში, რომელიც ემყარება ორმხრივ მთავრობათაშორის შეთანხმებებს, საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში ან მრავალმხრივ ნებართვებს (CEMT, BSEC, TRACECA).’’