2017 წლის 25-28 სექტემბერი

2017 წლის 25-28 სექტემბერს ქ. თბილისში გაიმართა საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის საკითხებთან დაკავშირებული მორიგი შეხვედრა.

საქართველოს მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა  – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი – მიხეილ ხმალაძე, ხოლო უზბეკეთის მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა – უზბეკეთის რესპუბლიკის საავტომობილო და სანაოსნო ტრანსპორტის სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე საიდახიმ იკრამოვი.

 სხდომაზე განხილული იქნა საქართველო-უზბეკეთის შორის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების სფეროში არსებული აქტუალური საკითხები. მხარეთა მიერ აღინიშნა საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ზრდის დადებითი დინამიკა.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა უზბეკურ მხარეს  გააცნო  ქართველი გადამზიდველების წინაშე არსებული კონკრეტული პრობლემური საკითხები. ერთობლივად იქნა დასახული ღონისძიებები მათი გადაწყვეტის მიმართულებით.

 უზბეკეთისა და საქართველოს შორის სატვირთო გადაზიდვების მოცულობების ზრდის გამო, მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, 2018 წლისთვის 500 სატვირთო გადაზიდვის (ორმხრივი და ტრანზიტი) და 100 (მესამე ქვეყნის) ნებართვის ბლანკის გაცვლის თაობაზე.

სხდომაზე განხილული იქნა ასევე სხვადასხვა ტექნიკური საკითხი.

Share