ECMT ნებართვით საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებლი გადამზიდველების საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ITF-ის მინისტერიალის მიერ დამტკიცებული სახელმძღვანელო დოკუმენტი ITF(2015)3/FINAL „საერთაშორისო გადაზიდვების ხარისხის ქარტია“. ამ დოკუმენტით დადგენილი რეგულაციები სავალდებულოა ყველა გადამზიდველი კომპანიისთვის, ვინც აწარმოებს საერთაშორისო გადაზიდვას ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის ECMT ნებართვით.

აღნიშნული დოკუმენტის ერთერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა ECMT ნებართვით საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვისას მძღოლს გააჩნდეს დადგენილი წესით მიღებული პროფესიული კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერთიფიკატი (CPC).

კომპანიებს, რომელთა მძღოლებიც ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებენ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნას,  მოსალოდნელი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, შეუძლიათ მიმართონ სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისი განცხადებით მძღოლების მომზადებისა და მათზე პროფესიული კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერთიფიკატი (CPC) გაცემის შესახებ.

Share