„სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ საკვალიფიკაციო ცენტრში დაიწყო CPC მძღოლის (კოდი 95) პირველი ჯგუფის სწავლება

2003 წლის 15 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/59/EC დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ საკვალიფიკაციო ცენტრში დაიწყო CPC მძღოლის (კოდი 95) პირველი ჯგუფის სწავლება. კურსი არის 70 საათიანი, რომელიც დადგენილი რეჟიმით გრძელდება ორი კვირა. კურსის დამთავრების შემდეგ დადებითად შეფასებულ მსმენელებზე გაიცემა IRU - ს დიპლომი და პლასტიკური ბარათი კოდი - 95 - ის მითითებით.

ტრეინინგის გავლის მსურველებმა, წინასწარი რეგისტრაციისთვის მიმართეთ სააგენტოს პასუხისმგებელ პირს ნომერზე: 599624111