გადამზიდველთა საყურადღებოდ!

2018 წლისთვის განკუთვნილი ECMT -ს ნებართვების მისაღებად განცხადებების მიღება დაიწყება საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ოფისებში 2017 წლის 28 ნოემბრიდან.

განმცხადებელს უნდა გააჩნდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვების გასაცემი კონკურსის საფუძველზე მიღებული მოქმედი ნებართვა და განცხადების შესავსებად მან უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. – კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი; – ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთის ასლი; – საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლი.
  2. გადამზიდველის მფლობელობაში არსებული, ECMT ნებართვებით საქმიანობისათვის განსაზღვრულისატვირთო ავტომობილის: 1 ფლობის დამადასტურებელი საბუთის ასლი; 2.2 ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT სერთიფიკატის ასლი; 2.3 გზისთვის ვარგისობის ტესტის ECMT სერთიფიკატის ასლი; 2.4 გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიშის ასლი.

ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მიერ, 2018 წლისათვის გამოყოფილი სატვირთო გადაზიდვების მრავალმხრივი კვოტების განაწილებისა და ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვების გაცემის საკითხთა განმხილველი კომისიის პირველი სხდომა მუშაობას შეუდგება 2017 წლის 4 დეკემბერს, თბილისის დროით 09:00-საათზე.

კვოტების განაწილებისას კომისია არ გაითვალისწინებს განცხადებების შემოტანის რიგითობას.