ტ ე ლ ე ფ ო ნ ო გ რ ა მ ა # 285

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი – სენაკი – ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 17 – ე კმ-ში არსებულ საყრდენ კედელზე ჩამოიშალა მოსაპირკეთებელი ფილები 500 მ.კვ. – ზე.  აღნიშნული ფილების აღდგენის გამო, საჭიროა მიმდინარე წლის 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი – სენაკი – ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 17 – ე კმ-ში სავალი ნაწილის ერთი ზოლის დაკეტვა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

სავალი ნაწილის ერთ ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის დაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.