ECMT ნებართვით საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებლი გადამზიდველების საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი  ნებართვების მსურველთა განცხადებების მიღება განხორციელდება 2018 წლის 12 იანვარს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს  ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფორმის საფუძველზე, სადაც წარმოდგენილია განმცხადებლის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების  განახლებული ნუსხა (იხ. დანართი 1).