გადამზიდველთა საყურადღებოდ!

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 აგვისტო №393 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტიგარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისათვის ნებადართული მაქსიმალური გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის განსაზღვრის შესახებშეტანილი ცვლილებების შესახებ.

მაქსიმალური სიგრძე

ძველად არსებული რედაქციით სატრანსპორტო საშუალება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად) ითვლებოდა, თუ მისი მაქსიმალური სიგრძე აღემატებოდა − ავტომატარებლის შემთხვევაში − 20 მეტრს, ყველა სხვა შემთხვევაში − 12 მეტრს.

ახალი რეგლამენტით აღნიშნული გაბარიტები (შესახსრებული სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალიზებული ავტომატარებლებისა და ავტობუსების გარდა) არ შეცვლილა, მხოლოდ დაემატა მაქსიმალური სიგრძეები:

- შესახსრებული სატრანსპორტო საშუალებისათვის-16,5 მ;

- ავტომატარებლებისათვის - 18,75 მ;

- შესახსრებული ავტობუსისათვის - 18,75 მ;

- ავტობუსისათვის  ორი ღერძით - 13.50 მ;

- ავტობუსისათვის ორზე მეტი ღერძით - 15,00 მ;

- ავტობუსი + მისაბმელისათვის - 18,75 მ.

მაქსიმალური სიგანე

ძველად არსებული რედაქციით სატრანსპორტო საშუალება არაგაბარიტულად

(მსხვილგაბარიტიანად) ითვლებოდა, თუ მისი მაქსიმალური სიგანე აღემატებოდა − რეფრიჟერატორის  შემთხვევაში − 2,60 მეტრს, ყველა სხვა შემთხვევაში − 2,55 მეტრს. ახალი რეგლამენტით აღნიშნული გაბარიტები არ შეცვლილა.

მაქსიმალური სიმაღლე

ძველად არსებული რედაქციით სატრანსპორტო საშუალება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად) ითვლებოდა, თუ მისი მაქსიმალური სიმაღლე აღემატებოდა − ავტომზიდის ან კონტეინერის გადაზიდვის შემთხვევაში – 4,30 მეტრს, ყველა სხვა შემთხვევაში − 4 მეტრს.

ახალი რეგლამენტით აღნიშნული გაბარიტები არ შეცვლილა. მხოლოდ დამატებულია მათი თანმდევი სხვა პარამეტრები ( იხ დანართის 1.4-1.8 პუნქტები).

მაქსიმალური ნებადართული მასა

ძველად არსებული რედაქციით სატრანსპორტო საშუალება  ზენორმატიულად (მძიმეწონიანიანად) ითვლებოდა, ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომლის ფაქტობრივი მასა აღემატებოდა 44 ტონას ან/და ფაქტობრივი მასა აღემატებოდა ნებადართულ მაქსიმალურ მასას.

ახალი რეგლამენტით მაქსიმალური ნებადართული მასა 44 ტონა დადგენილია მხოლოდ სამღერძიანი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის ორ ან სამღერძიანი ნახევარმისაბმელით, რომლითაც ხორციელდება 40-ფუტიანი ISO (International Organization for Standardization) კონტეინერის გადაზიდვა კომბინირებული გადაზიდვის სახით.

სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებისათვის მაქსიმალური ნებადართული მასა დიფირინცირებულია სატრანსპორტო საშუალებების სახეობების, ღერძების რაოდენობისა და ღერძებს შორის მანძილის მიხევით ( იხ დანართის 2.1-2.4 პუნქტები).

მაქსიმალური ნებადართული ღერძული დატვირთვები

ძველად არსებული რედაქციით სატრანსპორტო საშუალება  ზენორმატიულად (მძიმეწონიანიანად) ითვლებოდა, ისეთი სატრანსპორტო საშუალება, ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომლის თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატებოდა 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას).

ახალი რეგლამენტით ცალკეული არაწამყვანი ღერძისათვის აღნიშნული გაბარიტები არ შეცვლილა. სხვა შემთხვევაში ღერძზებე მაქსიმალური დატვირთვები დიფირინცირებულია სატრანსპორტო საშუალებების სახეობების, ღერძების რაოდენობისა და ღერძებს შორის მანძილის მიხევით ( იხ დანართის 3.1-3.5 პუნქტები).