ECMT ნებართვით საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებლი გადამზიდველების საყურადღებოდ!

როგორც სააგენტო გატყობინებდათ, 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ITF-ის მინისტერიალის მიერ დამტკიცებული სახელმძღვანელო დოკუმენტი ITF(2015)3/FINAL „საერთაშორისო გადაზიდვების ხარისხის ქარტია“. ამ დოკუმენტით დადგენილი რეგულაციები სავალდებულოა ყველა გადამზიდველი კომპანიისთვის, ვინც აწარმოებს საერთაშორისო გადაზიდვას ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის ECMT ნებართვით. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, ყველა გადამზიდველ კომპანიაში, ვინც სარგებლობს ECMT ნებართვით, დასაქმებული უნდა იყვნენ მხოლოდ პროფესიული კომპეტენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე მენეჯერები და მძღოლები.

შესაბამისად, 2019 წლიდან, ყველა გადამზიდველი კომპანიის მენეჯერისთვის და მძღოლისთვის სავალდებულო ხდება შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონა (CPC Manager/CPC Driver/კოდი 95). აღნიშნული დოკუმენტის გარეშე სააგენტო ვერ გასცემს გადამზიდველ კომპანიებზე 2019 წლისათვის განკუთვნილ ECMT ნებართვებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ ზემოთაღნიშნული და დროულად მიიღოთ  შესაბამისი ზომები.