გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ,  საავტომობილო ტრანსპორტის ღვაწლმოსილი წარმომადგენლის, საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის,  1990 – 1992 წლებში, საქართველოს საერთაშორისო გადამზიდველთა ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ჩხეიძის გარდაცვალების გამო. მისი სახით საავტომობილო ტრანსპორტმა დაკარგა უდიდესი პროფესიონალი და ძვირფასი ადამიანი.

უდიდესია ბატონი ალექსანდრეს ღვაწლი ქართული ტრანსპორტის განვითარებაში. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა, მთლიანად იყო დაკავშირებული თავის ქვეყანასთან, ხალხთან. თანავუგრძნობთ ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.