გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ ა !

ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) სააღრიცხვო წიგნის მწვანე ფურცლების წარმოდგენის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ 2018 წლის 20 აპრილის მონაცემებით თქვენმა კომპანიამ არ შეასრულა 2014 წლის „ECMT  მრავალმხრივი კვოტა“ მომხმარებელთა სახელმძღვანელოს 5 მუხლის, 5.12 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები და საერთოდ არ წარმოადგინა ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) სააღრიცხვო წიგნის შევსებული მწვანე ფურცლები, მიუხედავად გაფრთხილებისა. აღნიშული ანალიზის საფუძველზე 2018 წლის 30 აპრილის ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი  ნებართვების გაცემის საკითხთა განმხილველი კომისიის სხდომის გადაწყვეტილებით (ოქმი #16),  ყველა გადამზიდველ კომპანიას, ვისაც საერთოდ არა აქვს წარმოდენილი ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) სააღრიცხვო წიგნის მწვანე ფურცლები, საბოლოო გაფრთხილების სახით, ეძლევა ორკვირიანი ვადა შევსებული მწვანე ფურცლების წარმოსადგენად. აღნიშნულის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მოხდება მათზე გაცემული ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) ნებართვების გაუქმება და ჩამორთმევა.