2018 წელის 4 ივნისის ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვების გაცემის საკითხთა განმხილველი კომისიის სხდომის (ოქმი # 22) გადაწყვეტილება!

2018 წლის 30 აპრილის ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი  ნებართვების გაცემის საკითხთა განმხილველი კომისიის სხდომის (ოქმი #16) გადაწყვეტილებით, 2018 წლის 20 აპრილის მონაცემებით რეესტრში არსებული 300 გადამზიდველი კომპანიიდან  176 გადამზიდველს ტელეფონის საშუალებით ეცნობა, რომ 2014 წლის „ECMT  მრავალმხრივი კვოტა“ მომხმარებელთა სახელმძღვანელოს 5 მუხლის, 5.12 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მათ უნდა გაეტანათ ზემოთ აღნიშნული დარღვევების შესახებ შესაბამისი საბოლოო გაფრთხილების წერილი. ამ წერილის საფუძველზე მათ ეძლეოდათ ორკვირიანი ვადა სააღრიცხვო წიგნის „მწვანე ფურცლების“ წარმოსადგენად.

საერთო ჯამში ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი  ნებართვების „მწვანე ფურცლები“ წარმოადგინა 126  გადამზიდველმა კომპანიამ, ხოლო წერილობითი განმარტება – 6 კომპანიამ.

ანალიზის საფუძველზე, კომისიამ, სააგენტოს დირექტორის მონაწილეობით, მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

  • 29 გადამზიდველი კომპანია, რომელთაც არც გაფრთხილების წერილის გატანა მოახდინა და არც შესაბამისი „მწვანე ფურცლების“ წარმოდგენა,  (იხ. დანართი 3.1),  გადაეცეს ანალიზისა და  მონიტორინგის სამსახურს შესასწავლად, რისთვისაც განხორციელდეს შესაბამისი პროცედურები სასამართლოდან ბრძანების მისაღებად.
  • 2014 წლის „ECMT მრავალმხრივი კვოტა“ მომხმარებელთა სახელმძღვანელოს 6 მუხლის, 6.6 ქვეპუნქტის საფუძველზე, 2018 წლის 4 ივლისიდან შეჩერებული იქნეს იმ 14 გადამზიდველ კომპანიაზე (იხ. დანართი 4.1) გაცემული ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) 2018 წლის ნებართვების მოქმედება, რომელთაც ჩაიბარეს აღნიშნული გაფრთხილების წერილი, მაგრამ ვერ შეძლეს მათ მიერ სატრანსპორტო ოპერაციების განხორციელების დამადასტურებელი სააღრიცხვო წიგნის „მწვანე ფურცლების“ წარმოდგენა.
  • 6 გადამზიდავი კომპანიის (შპს ათა ტრანს (#21294), შპს პეგასუსი (#23720/01), შპს ვესტ ლოჯისტიკა (#23839), შპს მწვანე შუქი (#21033/01), შპს კაპიტალგრუპ + (#19594/01), შპს გეო+იო (#19595/01)) მიერ წარმოდგენილი განმარტებების განხილვა მოხდეს ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვების გაცემის საკითხთა განმხილველი კომისიის შემდეგ სხდომაზე. სხდომაზე მოწვეული იქნენ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები.

გთხოვთ გაითვალისწინოთ ზემოთ აღნიშნული და უზრუნველყოთ „მწვანე ფურცლების“ დადგენილ ვადებში წარმოდგენა სააგენტოში, რათა მათ საფუძველზე შეკრებილი სრულყოფილი  ინფორმაცია ნებართვების გამოყენების შესახებ დროულად იქნეს გადაცემული პარიზში, საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) სამდივნოში, გამოყოფილი კვოტების გამოყენების ეფექტურობის ანალიზის მიზნით.