2018 წელის 13 ივნისის ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვების გაცემის საკითხთა განმხილველი კომისიის სხდომის (ოქმი # 23) გადაწყვეტილება!

2018 წლის 30 აპრილის ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი  ნებართვების გაცემის საკითხთა განმხილველი კომისიის სხდომის (ოქმი #16) გადაწყვეტილებით, 2018 წლის 20 აპრილის მონაცემებით რეესტრში არსებული 300 გადამზიდველი კომპანიიდან  176 გადამზიდველს ტელეფონის საშუალებით ეცნობა, რომ 2014 წლის „ECMT  მრავალმხრივი კვოტა“ მომხმარებელთა სახელმძღვანელოს 5 მუხლის, 5.12 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მათ უნდა გაეტანათ ზემოთ აღნიშნული დარღვევების შესახებ შესაბამისი საბოლოო გაფრთხილების წერილი. ამ წერილის საფუძველზე მათ ეძლეოდათ ორკვირიანი ვადა სააღრიცხვო წიგნის „მწვანე ფურცლების“ წარმოსადგენად.

საერთო ჯამში ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი  ნებართვების „მწვანე ფურცლები“ წარმოადგინა 126  გადამზიდველმა კომპანიამ, ხოლო წერილობითი განმარტება - 6 კომპანიამ.

ანალიზის საფუძველზე, კომისიამ, სააგენტოს დირექტორის მონაწილეობით, მიიღო გადაწყვეტილება:

6 გადამზიდავი კომპანიის (შპს ათა ტრანს (#21294), შპს პეგასუსი (#23720/01), შპს ვესტ ლოჯისტიკა (#23839), შპს მწვანე შუქი (#21033/01), შპს კაპიტალგრუპ + (#19594/01), შპს გეო+იო (#19595/01)) მიერ წარმოდგენილი განმარტებების განხილვა მომხდარიყო ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი  ნებართვების გაცემის საკითხთა განმხილველი კომისიის შემდეგ სხდომაზე. შესაბამისად 2018 წლის 13 ივნისის ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი  ნებართვების გაცემის საკითხთა განმხილველი კომისიის სხდომაზე (ოქმი #23)  მოწვეული იქნენ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები.

კომისიამ არსებული მოცემულობიდან გამომდინარე იმსჯელა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება:

  • გადამზიდველ კომპანიებს: „შპს ვესტ ლოჯისტიკა“ (#23839/01), „შპს მწვანე შუქი“ (#21033/01), „შპს გეო+იო“ (#19595/01), რომელთა წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ კომისიაზე გაურკვეველი მიზეზების გამო, და შესაბამისად, ვერ დაასაბუთეს „მწვანე ფურცლების“ წარმოუდგენლობის მიზეზი, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მათზე გაცემული ECMT ნებართვების გაუქმების თაობაზე 2018 წლის 4 ივლისიდან.

გთხოვთ შემდეგისათვის გაითვალისწინოთ ზემოთ აღნიშნული და უზრუნველყოთ „მწვანე ფურცლების“ დადგენილ ვადებში წარმოდგენა სააგენტოში, რათა მათ საფუძველზე შეკრებილი სრულყოფილი  ინფორმაცია ნებართვების გამოყენების შესახებ დროულად იქნეს გადაცემული პარიზში, საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) სამდივნოში, გამოყოფილი კვოტების გამოყენების ეფექტურობის ანალიზის მიზნით.