ტ ე ლ ე ფ ო ნ ო გ რ ა მ ა №234

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი - სენაკი - ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 88 - ე კმ - ში მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში მოვლა - შენახვის და პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, 2018 წლის 25 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, ღამის 01:00 სთ - დან დილის 07:00 - სთ - მდე, აღნიშნული გვირაბის მარჯვენა მიმართულებაზე (აღმოსავლეთი - დასავლეთი) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება მარცხენა (დასავლეთ - აღმოსავლეთის მიმართულება) გვირაბში, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.

ხოლო 2018 წლის 27 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, ღამის 01:00 სთ - დან დილის 07:00 სთ - მდე, აღნიშნული გვირაბის მარცხენა მიმართულებაზე (დასავლეთი აღმოსავლეთი) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.

ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გთხოვთ იხილოთ სქემა