გადამზიდველთა საყურადღებოდ!

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს  2018 წლის 27 ივნისის  №934655 ნოტით ირანის მხარემ გვაცნობა, რომ 2018 წლის 1 ივლისიდან გენერალური ტვირთების გადაზიდვისას ირანში შეძენილ საწვავზე ფასთასხვაობა შემცირებულია 70 პროცენტით, მაგალითისთვის ასტარა-თავრიზის მარშუტზე  160 ევროდან 53 ევრომდე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს მხარეთა შეთანხმების შედეგად მიღწეული ნულოვანი ფასთა სხვაობა საწვავზე ბიტუმის მზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია.

ასევე არ არსებობს შეზღუდვა ცარიელი ქართული სატვირთო  ავტომობილების შესვლაზე ირანში (მათ შორის ნებისმიერ პორტში) საქართველოსათვის განკუთვნილი ტვირთებით დატვირთვის მიზნით.