ბელარუსის რესპუბლიკიდან მძღოლების დეპორტაციის შესახებ!

წარმოგიდგენთ ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 11 ოქტომბრის წერილს #40/1/27575, რომელიც ეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც ინტენსიურად უხდებათ ბელარუსის რესპუბლიკის  საზღვრის კვეთა საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების საქმიანობიდან გამომდინარე. აღნიშნულის თანახმად ბელარუსის მხარე აფრთხილებს საქართველოს მოქალაქეებს „საემიგრაციო ბარათში“ (Миграционная карта),  შესაბამის გრაფაში „ვიზიტის მიზანი“ (Целъ визита), ხაზი გაუსვან „ტრანზიტს“ (Транзит). ასევე ამავე წერილით, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს წერილის #02/525 პასუხად აცნობებს, რომ შპს გეოტრანს 2017;  შპს გიო-ტრანს-2008; ი/მ გიორგი ცოფურაშვილი; შპს ქარავანი გეო; შპს GSM ტრანსის მძროლები ამოღებულები არიან იმ პირთა სიიდან, რომელთაც ეკრძალებათ ბელარუსის რესპუბლიკაში შესვლა.

გთხოვთ გაეცნოთ დეტალურად და იხელმძღვანელოთ შესაბამისი ინსტრუქციით მომავალში.

საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ.

გთხოვთ იხილოთ თანდართული ფაილი