Mitsubishi i-MiEV

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო

 


Mitsubishi i-MiEV – ეს არის თანამედროვე და იდეალური ქალაქის ელექტრომობილი, რომელსაც გააჩნია კარგი დინამიური აჩქარება და ყოველივე ამასთან აბსოლუტურად ეკოლოგიურია (დაძვრა, გახურება, აჩქარება, საცობში მოძრაობა და დამუხრუჭება – არცერთი ამ პროცესთაგანი არ იწვევს დაბინძურებას). Mitsubishi i-MiEV – ით სარგებლობა დაგავიწყებთ დაუსრულებელ ხარჯებს სხვადასხვა ტიპის ზეთების ცვლასა თუ მასთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებაზე. მას აქვს ორიგინალური ფორმა, რაც ხშირ შემთხვევაში იქცევს ყურადრებას.

Mitsubishi iMiEV (MiEV შემოკლებით Mitsubishi innovative Electric Vehicle (Mitsubishi-ის ინოვაციური ელექტრომობილი)

ელექტრომობილი i-MiEV აწყობილია სამცილინდრიანი ბენზინის მოტორიან (6593სმ) Mitsubishi-ის ბაზაზე, რომლის წონა 900 კგ-ია და იწარმოება 2006 წლიდან მოყოლებული.

მისი საცალო გაყიდვა დაიწყო 2009 წლის ივლისიდან, ხოლო 2010 წლის აპრილიდან დაიწყო სერიული წარმოება და სახალხო გაყიდვა (ევროპაში 2010 წლის დეკემბრიდან).

2009 – 2010 წლებში იაპონიაში 1400 და იაპონიის საზღვრებს გარეთ 250 ელექტრომობილი გაიყიდა. ასეთი მცირე რაოდენობით გაყიდვა გამოწვეული იყო მისი მაღალი ფასით.

(1): დეკემბერი 31, 2011 – გაცვლითი კურსი.

2011 წლიდან მოხდა iMiEV-ის ტექნიკური განახლება, რამაც დაწია ფასი და 2012 წლის ბოლომდე გაყიდვების რაოდენობამ შეადგინა 22 000 ერთეულზე მეტი, ხოლო 2014 წლის ბოლომდე საერთო გაყიდვების რაოდენობამ გადააჭარბა 32 000 ერთეულს.

დღეისათვის Mitsubishi i-MiEV მსოფლიოში გვხვდება არა მარტო ამ დასახელებით, ასევე Peugeot iOn და Citroën C-Zero დასახელებებითაც.

   
ტიპი სინქრონული მუდმივმაგნიტური ელექტროძრავა
საწვავის ტიპი ელექტრო დენი
 მაქს. სიმძლავრე კვტ (ცხ.ძ)/წთ-1 49(67)/2500-8000
მაქს. მბრუნავი მომენტი, 180/0-2000
მაქს. სიჩქარე, კმ/სთ 135
მაქს. აჩქარება, 100 კმ/სთ – წმ 8
ტიპი ვარიატორული
გამწევი ბორბლები უკანა
რეჟიმი 3 (D, B, C)
D სტანდარტული დინამიური
B ეკონომიური, ნელი
C კომბინირებული
კარებების რაოდენობა 5
ადგილი 4
სიგრძე, მმ 3475
სიგანე, მმ 1475
სიმაღლე, მმ 1610
სრული მასა, კგ 1100
ბატარიის მასა, კგ 180
spi
გარბენი, კმ 150
ენერგიის ხარჯი, ვტ-სთ/კმ 125
მოხვევის მინიმალური რადიუსი, მ 4.5
ნომინალური ტევადობა, კვტ-სთ 16
ტიპი ლითიუმ-იონური ელემენტი
ნომინალური ძაბვა, ვ 330
დასამუხტი პორტი 2, სწრაფი და სტანდარტული
დამუხტვის სტანდარტული ხანგრძლივობა, სთ 5-7
დასამუხტი ძაბვა, ვ 220
გაგრილება კონდიციონერი
გათბობა კი
სკამის გათბობა 1
სამუხრუჭე სისტემა ABS
მოცურების საწინააღმდეგო სისტემა ESP
სენსორული ნათება კი
სენსორული შუშის წმენდა კი, მრავალფუნქციური
აირბალიში 6
მანძილი (კმ) 1 100 150
მიცუბიში i-miev (კვტსთ) 0.125 12.50 18.75
ხარჯი (1 კვტსთ – 0.1356) ლარი 0.02 1.70 2.54
ანალოგიური ტიპის მანქანა (ლიტრი) 0.7 7 10.5
ხარჯი (1 ლიტრი – 1.95) ლარი 1.365 13.65 20.475

Mitsubishi Motors-მა 2013 წელს ჟენევის საერთაშორისო ავტო გამოფენაზე (Geneva Motor Show) წარმოადგინა ახალი თაობის ელექტრომობილი CA-MiEV, რომელიც არის I-MiEV ბევრად გაუმჯობესებული ვერსია. იგი გამოირჩევა (I-MiEV-გან განსხვავებით) შიდა და გარე დიზაინით, აეროდინამიურობითა და სიმძლავრით. გააჩნია უნიკალური დამუხტვის სისტემა, კერძოდ, როგორც კაბელით, ასევე მაგნიტო-რეზონანსულ პრინციპზე შემუშავებული უკაბელო (Wireless) დამუხტვის საშუალება, რაზედაც უკვე 2011 წლის სექტემბრიდან მუშაობენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა WiTricity Corporation, IHI Corporationდა Mitsubishi Motors Corporation). გარდა ამისა აქვს ინტეგრირებული მოტორის, ინვერტორის და დამუხტვის ერთიანი ბლოკი, რაც ერთობლიობაში წარმოქმნის All-In-One სისტემას. აქვს ელექტრომობილის მდგომარეობის დისტანციური (მ. შ. ინტერნეტითაც) მართვის სისტემა, რაც საშუალებას გაძლევთ დიდი მანძილიდან გქონდეთ კონტროლი ელექტრომობილის კარებების ბლოკირების, გატაცების შემთხვევაში დროული და ადგილმდებარეობის ინფორმირების, სალონის გათბობა-გაციების, ენერგიის შემოწმებისა და მის გამართულობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის მიღება.

 M i t s u b i s h i
CA-MiEV I-MiEV
სიგრძე (მმ) 4,050 3,475
სიგანე (მმ) 1,775 1,475
სიმაღლე (მმ) 1,550 1,610
 წონა (კგ) 1,300 1,100
 ადგილი 5 4
 ბატარიის ტევადობა (კვ-სთ) 28 16
 ბატარიის დამუხტვა კაბელი, უკაბელო კაბელი
 მაქს. გარბენი (კმ) 300 160
 მოტორის სიმძლავრე (კვ, ცხძ) 80 (107) 49 (67)
 გამწევი თვლები ორი წინა ორი უკანა