სატვირთო გადაზიდვები

 სატვირთო გადაზიდვების სამმართველოს ფუნქციებია:

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის, საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) გაცემასთან (გადაცემასთან), მათში ცვლილებების შეტანასა ან გაუქმებასთან დაკავშირებული საქმიანობა, შესაბამისი სანებართვო რეესტრის წარმოება;

საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სფეროში ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული აქტების, საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების შემუშავებასა და მათ რეალიზაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში. საჭიროების შემთხვევაში მასალების მომზადება მათში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ;

კომპეტენციის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვის მარეგულირებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების, ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელებაში მონაწილეობა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

პარტნიორ ქვეყნებთან შეუფერხებელი საავტომობილო სატვირთო მიმოსვლისათვის აუცილებელი პირობების ანალიზი, შესაბამისი ნებართვების ფორმების, ნებართვების რაოდენობისა და სახეების, სანებართვო კვოტების განსაზღვრის, გაცვლილი/მიღებული ნებართვების რაციონალური განაწილებისა და გამოყენების თაობაზე წინადადებების მომზადება;

საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის ფორმების შემუშავებაში მონაწილეობა;

სანებართვო საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემთა კომპიუტერული საინფორმაციო ბანკის შექმნა და მონაცემთა ანალიზი;

სააგენტოში შემოსული განცხადებების, აგრეთვე სატრანსპორტო პროცესის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობა უფლებამოსილების ფარგლებში;

საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სფეროში მეწარმეებისა და მომხმარებლების ინტერესების დაცვა კომპეტენციის ფარგლებში;

საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სფეროში მოქმედ პრიორიტეტულ საერთაშორისო კონვენციებთან და შეთანხმებებთან მიერთებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობა და მიერთების შემდგომ გათვალისწინებული თანმხლები პროცედურებისა და საქმიანობის განხორციელება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში;

კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, შეხვედრებში, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებში, საექსპერტო კომისიების და ჯგუფების ორგანიზებასა და მუშაობაში მონაწილეობა;

 საომარ ან/და საგანგებო სიტუაციაში სატვირთო ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად „მობილიზაციის შესახებ“ და „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა რეალიზაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

სააგენტოს დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

ECMT ნებართვების მქონე საწარმოებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო  ტრანსპორტის სააგენტოს უნდა წარუდგინოს შევსებული სააღრიცხვო ფურცლების მეორე პირი (ასლი/ასლები), ნებართვაში მითითებული ვადის ამოწურვამდე. შევსებული სააღრიცხვო ფურცლების პირველი პირი რჩება სააღრიცხვო წიგნში. ყოველი კალენდარული თვის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში ერთწლიანი ნებართვის შემთხვევაში ან მოქმედების ვადის ამოწურვისას მოკლევადიანი ნებართვის შემთხვევაში.

გთხოვთ იხილოთ ECMT ნებართვების სააღიცხვო წიგნის/წიგნების ჩასაბარებელი შევსებული ფურცლების  განცხადების ფორმა