IRU

საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირი (IRU) წარმოადგენს საერთაშორისო საგზაო და სატრანსპორტო  გაერთიანებას, რომელიც დაფუძვნდა 1948 წლის 23 მარტს, ქ. ჟენევაში. იგი აერთიანებს ეროვნული ავტოსატრანსპორტო კავშირებისა და ორგანიზაციების ინტერესებს. მასში გაერთიანებულია სხვადასხვა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადამზიდავი (სატვირთო ავტომობილები, სამარშუტო ტაქსები და სხვა…) 170 ნაციონალური კავშირი და ასოციაცია, მათ შორის: ნაციონალური ავტოსოტრასპონტო ასოციაციები, საბურავის მწარმოებელი ქარხნები, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ქარხნები, სავაჭრო პალატები, სადაზღვევო და ლოჯისტიკური კომპანიები. „IRU-ს  მთავარი მისია მდგომარეობს იმაში, რომ  ხელი შეუწყოს საავტომობილო ტრანსპორტით გაწეული სერვისის გაუმჯობესებას. “IRU” თავის რიგებში აერთიანებს 73 ქვეყნის ასოციაციასა და კავშირს, მათგან 132–ს აქვს ნამდვილი წევრის სტატუსი და კავშირის საქმიანობის ყველა სფეროში იღებენ უშუალო მონაწილეობას, მათ რიგებშია საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაცია (GIRCA). “IRU”-ს გლობალური ქსელი მონაწილეობს 5 კონტინეტის 100-ზე მეტ ქვეყანაში. საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის (IRU) უმთავრესი  მიზანია ”ყველა ქვეყანაში ეროვნული და საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის დაცვა, განვითარება და აყვავება. პროფესიონალი ტრანსპორტელების ინტერესების დაცვა და მათი შრომის შემსუბუქება (”IRU”–ს წესდების მე–2 მუხლი). ამ მიზნების მისაღწევად  „IRU“ დეტალურად ამუშავებს და ატარებს ქმედით ღონისძიებებს იმ საკითხების უნიფიკაციისა და გამარტივებისათვის, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული საავტომობილო ტრანსპორტთან. „IRU მხარს უჭერს და კოორდინაციას უწევს ეროვნულ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია ეროვნული და საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის განვითარებისაკენ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე წარმოადგენს თავის წევრებს და იცავს მათ ინტერესებს. „IRU–ს უმაღლესი ორგანო, რომელიც ასრულებს გენერალური ასამბლეის ფუნქციებს, არის საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის პრეზიდიუმი, რომელიც შედგება პრეზიდენტისა და 12 წევრისაგან.კავშირის სამუშაო ორგანოა სამდივნო, რომლის სათავეში დგას გენერალური მდივანი.

ევროპის ეკონომიკური კომისიის დავალებით საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირი (IRU)  წარმოადგენს ”TIR” სისტემის ფუნქციონირების პასუხისმგებელ ორგანოს, ”TIR კონვენციის”ფარგლებში (საბაჟო კონვენცია TIR–ის წიგნაკების (TIR კარნეტი) გამოყენებით საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ – 1975 წლის 14 ნოემბერი). 2010 წლისათვის ”TIR” სისტემა უკვე ითვლიდა 68 ხელშემკვრელ მხარეს მსოფლიოს 4 კონტინენტიდან, აქედან 58 ქვეყანა უკვე მუშაობს ”TIR” სისტემში, ამასთან სამხრეთ ამერიკის, აფრიკის, აზიისა და შუა აღამოსავლეთის ქვეყნები გამოთქვავენ სისტემაში გაერთინების სურვილს.

საავტომობილო გადაზიდვის ჰარმონიზებისა და გამარტივების მიზნით 1956 წელს საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირმა (IRU), საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა სატვირთო ზედდებულის ფორმა (CMR). კონვენციის გზის მეშვეობით საქონლის საერთაშორისო გადაზიდვის ხელშეკრულების შესახებ (CMR) (მიღებულია ჟენევაში 1956 წლის 19 მაისს) მონაწილეა 55 ქვეყანა (პრაქტიკულად ევროპის ყველა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები), მათ შორის საქართველოც 1999 წლის 4 აგვისოდან.

 

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის (IRU) ოფიციალურ ვებსაიტს:

ინგლისურ ენაზე – https://www.iru.org/

რუსულ ენაზე     –   http://iru-eapd.org/

საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის (GIRCA) ოფიციალურ ვებსაიტი –   http://www.girca.org/