მრავალჯერადი ნებართვა

სერვისებისატვირთო გადაზიდვები (სერვისები)

========================================================================

სერვისის დასახელება  
განსაზღვრულ ქვეყანაში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო მრავალჯერადი სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურება;
სერვისის აღწერილობა

– აუცილებელია ფლობდეთ საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერად ნებართვებს, რომელიც გაიცემა სააგენტოს მიერ კონკურსის წესით.

– გადამზიდველის განცხადებისა და თანმხლები დოკუმენტაციის რეგისტრაცია;

– მთავრობათაშორისი შეთანხმებებით, „ლიცენზიისა და ნებართვების შესახებ“ და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა;

– ხარვეზის გამოსწორება (არსებობის შემთხვევაში).

– ნებართვის გაცემა;

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1. განცხადება;

2. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

– ნებართვის მაძიებლის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (საშუალებების) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

3. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიში;

4. შესაბამისი კატეგორიის მძღოლის მართვის მოწმობის ასლი;

5.მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ფასი
მომსახურების ვადის ყოველ კალეენდალურ თვეზე- 70 ლარი