ECMT-ს კვოტების სისტემაშიგანხორციელებული საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების მრავალჯერადი გრძელვადიანი ნებართვის გაცემა

სერვისებისატვირთო გადაზიდვები (სერვისები)

========================================================================

სერვისის დასახელება  

ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის ECMT კვოტების სისტემაში განსახორციელებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურება:

– იმ ქვეყნებში, რომლებისთვისაც არ არის დაწესებული კვოტების შეზღუდვები;

– იმ ქვეყანაში, რომლისთვისაც დაწესებულია კვოტების შეზღუდვა;

სერვისის აღწერილობა

– აუცილებელია ფლობდეთ საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერად ნებართვებს, რომელიც გაიცემა სააგენტოს მიერ კონკურსის წესით.

-გადამზიდველის განცხადებისა და თანმხლები დოკუმენტაციის რეგისტრაცია;

– ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი  ნებართვების  მაძიებლების მიერ წარმოდგენილი განსაზღვრული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF-ს) მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოს “ECMT-ს მრავალმხრივი კვოტა”, დადგენილ მოთხოვნებთან. ხარვეზის შემთხვევაში განმცხადებელთან დაკავშირება და მისი ინფორმირება აღნიშნულის შესახებ. დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში დოკუმენტაციის მომზადება კომისიისათვის.

– ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი  ნებართვების  გამცემ კომისიაზე განცხადებების განხილვა  და მათი დაკმაყოფილება არსებული კვოტის ფარგლებში.   კომისიის გადაწყვეტილების  საფუძველზე, მიღებული ფაქტობრივი შედეგის განმცხადებელთან განხილვა და მასთან შეთანხმებით შეზღუდვების კონკრეტულ ნებართვებზე გადანაწილება.  ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი  ნებართვების ბლანკებისა მომზადება (შესაბამისი შეზღუდვებით), სააღრიცხვო წიგნების შევსება    და გადამზიდველზე გადაცემა საჭირო ინსტრუქტაჟის შემდეგ.

– ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი  ნებართვების  მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარების მიზნით საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის  (ITF-ს) წევრი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოში შესაბამისი წერილის მომზადება და გაგზავნა თანმხლები დოკუმენტაციით.

-სისტემატური მონაწილეობა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის  (ITF) საავტომობილო ტრანსპორტის ჯგუფის მუშაობაში და საქართველოს ინტერესების დაცვა.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1.განცხადება;

2. კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი, ფიზიკური პირისათვის _ იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთის ასლი, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლი.

3. ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი/ების ასლები;

4. ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასლები);

5. სატვირთო ავტომობილების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების შესატყვისობის სერტიფიკატის ასლები. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ფასი
იმ ქვეყნებში, რომლებისთვისაც არ არის დაწესებული კვოტების შეზღუდვები ერთი თვის 70 ლარი  იმ ქვეყანაში, რომლისთვისაც დაწესებულია კვოტების შეზღუდვა ერთი თვის 35 ლარი