კონკურსი მრავალჯერადი ნებართვის მისაღებად

სერვისებისატვირთო გადაზიდვები (სერვისები)

========================================================================

სერვისის დასახელება  
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვის გაცემა;
სერვისის აღწერილობა

– კონკურსის გამოცხადებისა და სააგენტოს ვებ გვერდზე გამოქვეყნების ორგანიზება;

– საკონკურსო განცხადებების მიღება დალუქული პაკეტის სახით და მათი რეგისტრაცია;

– კონკურსის ჩატარების ორგანიზება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა საკონკურსო მოთხოვნებთან;

– გამოვლენილი ხარვეზების შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ნებართვის მაძიებელზე, დადგენილ ვადებში ხარვეზების გამოსწორების თაობაზე;

– ნებართვის მაძიებლების შეფასება და  გამარჯვებულების გამოვლენა;

– კონკურსის შედეგების საოქმო გადაწყვეტილების მომზადება და სააგენტოს ვებ გვერდზე განთავსება;

– სანებართვო მოწმობის გაცემა.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი ნებართვისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

2011 წლის 30 ნოემბერის №1-1/2511 ბრძანების შესაბამისად განცხადებას თან უნდა დაერთოს:

1. კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი, ფიზიკური პირისათვის  _ იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთის ასლი, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლი.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (ასლები).
3.  კონკურსში წარმოდგენილი ნებართვის მაძიებლის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (გარდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების/ების) ფლობის დამადასტურებელი საბუთის ასლი, ლიზინგის ან იჯარის ხელშეკრულების შემთხვევაში – ხელშეკრულების/ების ასლი/ები.
4. წარმოდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. შესაბამისი კატეგორიის მძღოლის/ების მართვის მოწმობის/ების ასლი/ები;
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა საწარმოს ხელმძღვანელი პირველი პირის, მენეჯერის – ავტოსატრანსპორტო პროცესების მართვაზე პასუხისმგებელი პირის და მძღოლის ნასამართლეობის შესახებ.
7. ნებართვის მაძიებლის საქმიანობის სფეროში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის დეკლარაცია.
8. ტრანსპორტის სფეროში საწარმოს მენეჯერის – ავტოსატრანსპორტო პროცესების მართვაზე პასუხისმგებელი პირის პროფესიული კვალიფიკაციისა და/ან ამავე სფეროში საქმიანობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
9. ფინანსური რესურსის (პირის წლიური ანგარიშები, მისთვის ხელმისაწვდომი ფონდები (ბანკში ნაღდი ფულის ჩათვლით), ნებისმიერი აქტივების (ქონების ჩათვლით), მის განკარგულებაში არსებული მინიმალური კაპიტალი, საბანკო გარანტია) არსებობის დამადასტურებელი საბუთი, რომლის მინიმალური თანხა განისაზრვრება გადამზიდველის მიერ გამოყენებული ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის 5000 ლარის, ყოველი შემდგომი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის 2500 ლარის ოდენობით.
10. პირის წერილობითი დასტური იმის თაობაზე, რომ საწარმოს ხელმძღვანელი პირი, მენეჯერი – ავტოსატრანსპორტო პროცესების მართვაზე პასუხისმგებელი პირი და მძღოლი არ ყოფილა მიცემული პასუხისგებაში შრომის ან სატრანსპორტო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევისათვის, მათ შორის: ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა მართვისა და დასვენების ხანგრძლივობის მარეგულირებელი წესების, გარემოს დაცვასთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევაში.
11. ნებართვის მაძიებლის სამგზავრო გადაყვანის სფეროში საქმიანობის ხანგრძლივობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
12. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ კონკურსის მონაწილე მოქმედებს ნებართვის მაძიებლის სახელით.

იხილეთ განცხადების ფორმა

ფასი
კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილი, სამი დღის ვადაში იხდის 100 ლარს