CPC მენეჯერის მოსამზადებელი ტრეინინგები სატვირთო გადაზიდვებში

გაცნობებთ რომ 2017 წლის 15 მაისიდან, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრში იწყება „CPC მენეჯერის მოსამზადებელი ტრეინინგები სატვირთო გადაზიდვებში“. სწავლება მოიცავს დარგში

ტრეინინგები

გაცნობებთ რომ 2016 წლის 15 თებერვლიდან, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრში დაიწყო „CPC მენეჯერის მოსამზადებელი ტრეინინგები სატვირთო

გადაზიდვებში“. სწავლება მოიცავს დარგში არსებულ 6 ძირითად მოდულს:

1. სამართლებრივი საკითხები

2. ფინანსური საკითხები

3. ბაზარზე დაშვება

4. ტექნიკური სტანდარტები

5. უსაფრთხოება

6. ჯანდაცვა

სწავლების პროგრამა აკრედიტირებულია IRU – საერთაშორისო საავტომობილო კავშირის მიერ და საფუძვლად უდევს ევროკავშირის დირექტივა 1071/2009 EC.
მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლის შედეგად გაიცემა საერთაშორისო საავტომობილო კავშირის დიპლომი, რომელიც აღიარებულია ევროკავშირისა და IRU-ს ყველა წევრი ქვეყნის მიერ.

სწავლების გრაფიკი: სამუშაო დღეები – 18:00  – 21:30

საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 36 55 01

ელიზბარ დარჩიაშვილი (+995 577 20 32 04)

ტრეინინგები

ინფორმაცია CPC მენეჯერების ტრეინინგის დაწყების თაობაზე

CPC მენეჯერის გამოცდის დადებითი შედეგების მქონე სია

ტრეინინგზე რეგისტრაციის ახალი წესი!

14.01.2019 წლიდან ძალაში შედის ტრეინინგის გავლის მსურველთა რეგისტრაციის ახალი წესი. ტრეინინგის მსურველმა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში უნდა შეავსოს განაცხადი (თბილისი, ფოთი, ბათუმი). სადაც აირჩევს მისთვის სასურველ სპეციალობას და თარიღს, წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით. განაცხადს უნდა დაერთოს ტრეინინგის საფასურის გადახდის ქვითარი. გადახდა შესაძლებელია, როგორც გადარიცხვით ასევე ადგილზე სწრაფი ჩარიცხვის აპარატით.

ტრეინინგების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:

მობ.: 599 624 111 ნინო სუხიშვილი

მობ.: 577 203 204 ელიზბარ დარჩიაშვილი

======================================================================================================================================

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში ფუნქციონირებს საკვალიფიკაციო ცენტრი, რომელიც სააგენტოს მომსახურების სფეროს ფარგლებში გადამზიდველებისათვის პერმანენტულად ატარებს ერთდღიან საკვალიფიკაციო ტრეინინგებს გადაზიდვების ზოგად კურსში.კურსი მოიცავს საკითხებს, რომლებიც შეეხება ნებართვების და სერტიფიკატების გაცემის და გამოყენების შესახებ საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობის მოკლე კურსს, დღეისათვის გამოვლენილი სახასიათო პრობლემური შემთხვევების ანალიზს, სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვების, სერთიფიკატების და სხვა დოკუმენტების მოქმედების არეალში შემავალი ქვეყნების კანონმდებლობებს, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის დასაშვებ ზომებსა და მასებს, ასევე სხვა შეზღუდვებს, საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელ მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმებს, ამ რეჟიმების პარამეტრების სარეგისტრაციო მოწყობილობებს (ტაქოგრაფებს) და მათ გამოყენებას, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ზოგად პრინციპებს, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ გახარჯული საწვავის აღრიცხვისა და გამოქვითვის საკითხებს და სხვ.

საკვალიფიკაციო კურსების ჩატარების დროს შესაძლებელია დამატებით იქნას განხილული მსმენელების მიერ დასმული სხვა პრობლემური საკითხებიც.

კურსების ჩატარების შემდეგ მსმენელებს სურვილის შემთხვევაში მიეცემათ ზემოთაღნიშნული საკითხების შესახებ დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიები.

კურსების ჩატარების ვადების შესახებ ინფორმაციას მსმენელები მიიღებენ ამ საიტიდან.

საკვალიფიკაციო ცენტრის მიერ სააგენტოს შესაბამის სპეციალისტებთან ერთად, ორგანიზება გაუკეთდა სემინარების სერიას, რომლის საფუძველზე სააგენტოს მომსახურების ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე შეხვედრა სააგენტოს მიერ განებართვიანებული გადამზიდველების პასუხისმგებელ პირებთან, მათი პროფესიული განათლების ამაღლების და ზოგიერთი სახასიათო პრობლემური საკითხების დეტალური განხილვისა და ამ სიტუაციაში საჭირო შესაბამისი რეაგირების მიზნით.

აღნიშნული სემინარების შედეგად კვალიფიკაცია აიმაღლა  საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი გადამზიდველის 46 მენეჯერმა და საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანების განმახორციელებელი გადამყვანის 8 მენეჯერმა.

ყველა განსახილველი საკითხების შესახებ მსმენელებს გადაეცათ შესაბამისი მასალები.

სპეციფიკური საავტომობილო საკითხების შესახებ მოკლევადიანი ტრეინინგები დეტალური კონსულტაციების სახით პერმანენტულად უტარდებათ საქართველოს შინაგან საქმეთა და გარემოს დაცვის სამინისტროების, აკრედიტებული ტესტირების ცენტრების, ავტოსადგურების, გადამზიდველების, გადამყვანების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა უწყებების დაინტერესებულ და კომპეტენტურ სპეციალისტებს.

კონტაქტი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ს.ს.ი.პ. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო

მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. N16
სამუშაო საათები: 09:00-18:00 (შესვენების დრო: 13:00-14:00) შაბათ-კვირის გარდა.
ტელეფონი:
(+995 32) 2 36 55 01
ავტომოპასუხის პერიოდში აკრიფეთ შიდა ნომრები:
თუ გსურთ მიიღოთ ინფორმაცია ერთჯერად ნებართვებზე  121, 123, 137;
მრავალჯერადი ნებართვები 115;
სამგზავრო გადაყვანები 117;
რუსეთის ვიზები 138;
სახიფათო ტვირთები და გზის ვარგისობები 143;
ინფორმაცია ტაქოგრაფისა და სასწავლო კურსების შესახებ 144.
ფაქსი:  (+995 32) 2 51 06 64
ელ.ფოსტა: chancellery@lta.gov.ge

 

 

 

მისამართი:  ქ. ბათუმი, ივანე ჯავახიშვილის 70/72
ქ. ბათუმის რეგიონალური განყოფილების უფროსი
ხათუნა კვინიკაძე
სამუშაო საათები: 09:00-18:00 (შესვენების დრო: 13:00-14:00) შაბათ-კვირის გარდა.
მისამართი: ქ. ფოთი გორგასლის #22
ქ. ფოთის რეგიონალური განყოფილების უფროსი
სოფიო ბოკუჩავა
სამუშაო საათები: 09:00-18:00 (შესვენების დრო: 13:00-14:00) შაბათ-კვირის გარდა.
მობ.: 599 624 111 ნინო სუხიშვილი

საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებით განსაზღვრული  მომსახურების  სახეების საფასური გადახდის საბანკო რეკვიზიტები

ს.ს.ი.პ. სახმლეთო ტრანსპორტის სააგენტო

საიდენტიფიკაციო კოდი:205297935                                      

დანიშნულების შინაარსში გთხოვთ მიუთითოთ მომსახურების სახე და შემოსავლების შესაბამისი კოდი:

მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში

ბანკის კოდი/swift code: TRESGE22

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 707217057