გადამზიდველთა საყურადღებოდ!

რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს საავტომობილო და საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის დეპარტამენტი 2020 წლის 26 ნოემბრის 9-1188 წერილით გვიგზავნის რუსეთის ფედერაციის მთავრობის 2020 წლის 7 ნოემბრის № 1793 დადგენილებას “ერთიანი ელექტრონული ვიზების გაფორმების წესისა და რუსეთის ფედერაციის მთავრობის გარკვეული აქტების ბათილად ცნობის შესახებ” და ამავე წერილით გვატყობინებს საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის სფეროში რუსეთის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ (წერილი სააგენტოს დაეწერა 2021 წლის 18 იანვარს), რომლის მიხედვითაც:

2020 წლის 08 დეკემბერს ძალაში შევიდა ფედერალური კანონი 08.12.2020 №398-ФЗ “ფედერალურ კანონში „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის განხორციელების სახელმწიფო კონტროლის და მათი განხორციელების წესის დარღვევის გამო პასუხისმგებლობის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვითაც:

ფედერალურ საბაჟო სამსახურს დაეკისრა უცხოელი გადამზიდველის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე/ტერიტორიიდან შესვლის / გასვლის აკრძალვა ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდაზე რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენისას, აგრეთვე უცხოელი გადამზიდველის საკუთრებაში არსებული ავტომობილის დაკავება რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, მათ შორის, საგზაო უსაფრთხოების შესახებ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებში.

ტრანსპორტის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახურს დაეკისრა შეამოწმოს სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო მგზავრთა გადაყვანას გაჩერების პუნქტებში, მათ შორის, რომლებიც განთავსებულია ავტოსადგურებზე და დასახლებულ პუნქტებში მდებარე სხვა ადგილებში, მგზავრთა ავტობუსიდან გადმოსვლის ან ჩასხდომის შემთხვევაში.

რუსეთის 24.07.1998 წლის №127-ФЗ ფედერალური კანონის  “საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის განხორციელების სახელმწიფო კონტროლისა და მათი განხორციელების პროცედურის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის შესახებ” განსახორციელებლად, 2021 წლის 01 იანვრიდან ძალაში შევიდა ტრანსპორტის სამინისტროს შემდეგი ბრძანებები:

  • რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს 2020 წლის 28 ივლისის ბრძანება №258 “შესრულებული  საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის კრიტერიუმების და გადაზიდვის სახეობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ”;
  • რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს 2020 წლის 28 ივლისის ბრძანება №259 “მესამე ქვეყნების ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის განსაკუთრებული პირობების დამტკიცების შესახებ”;
  • რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ბრძანება 30.07.2020 №278 “ნებართვის გარეშე ორმხრივი და საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის განხორციელების პირობების დამტკიცების შესახებ”;
  • რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს 2020 წლის 28 ივლისის №261 ბრძანება “უცხოური და მრავალმხრივი ნებართვების მოპოვების პროცედურის და განაცხადის ფორმის, უცხოური ნებართვებისა და მრავალმხრივი ნებართვების წლიური საჭიროების განსაზღვრის განაცხადის ფორმების, რუსული ნებართვების და მესამე სახელმწიფოს ტერიტორიიდან ან მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირებისთვის საჭირო სპეციალური ერთჯერადი ნებართვების ფორმების, აგრეთვე რუსული ნებართვების და მესამე სახელმწიფოს ტერიტორიიდან ან მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირებისთვის საჭირო სპეციალური ერთჯერადი ნებართვების შევსების წესების დამტკიცების შესახებ,”.

ზემოთ მოცემული ბრძანებები გამოიცა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს შემდეგი ბრძანებების შესაცვლელად, რომლებიც ძალაში იყო 01.01.2021 წლამდე:

  • რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს 2015 წლის 19 აგვისტოს №248 ბრძანება;
  • რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს 2015 წლის 14 ოქტომბრის №301 ბრძანება;
  • რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს 2015 წლის 19 აგვისტოს №249 ბრძანება;
  • რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს 2015 წლის 14 ოქტომბრის № 302 ბრძანება;

დანართი: ზემოთ აღნიშნული წერილის ასლი, 59 გვერდზე.

დანართი: ზემოთ აღნიშნული წერილის ასლი (ქართულ ენაზე)

|