გადამზიდველთა საყურადღებოდ!

როგორც გატყობინებდით, უახლოეს დღეებში ყაზახეთის რესპუბლიკასთან ამოქმედდება საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სანებართვო რეჟიმი.

აღნიშნულთან დაკავშირებით ყაზახეთის მხარესთან წლის დასაწყისში წინასწარ გაიცვალა 2500 ერთეული ორმხრივი-ტრანზიტული და 500 ერთეული მესამე ქვეყანაში/მესამე ქვეყნიდან გადაზიდვის ნებართვის ბლანკი.

ამჟამად მესამე ქვეყანაში/მესამე ქვეყნიდან გადაზიდვის ნებართვის ბლანკების მარაგი უკვე ამოწურულია და მიმდინარეობს მოლაპარაკება ყაზახეთის მხარესთან სატვირთო გადაზიდვების კვოტის გაზრდის თაობაზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოება და ნებართვების გარეშე არ დაგეგმოთ ყაზახეთის მიმართულებით ან ყაზახეთიდან ტვირთის გადაზიდვა.“

|